თავში

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ფეიქართა, ხევძმარის, თემქის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის განზირის (ნაწილობრივ) და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და გიორგი კვინიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მახათას, სევანის, მთავარანგელოზის, დმანისის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის, იორის, სამასი არაგველის, ჯორჯაძის, ფაღავას, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის, ხერხეულიძის, ბოდბეს და ლუსინიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VI ქუჩის, 17 შინდისელი გმირის და შანდორ პეტეფის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system