თავში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ოთხმეზურის გამო მწუხარებას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის, თსუ-ს პროფესორ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ასევე ახლობლებსა და სტუდენტებს სამძიმარს უცხადებს.

„ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი.

ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system