თავში

თბილისის საკრებულოს წინ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

თბილისის საკრებულოს წინ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
თბილისის საკრებულოს წინ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს

„წარმოუდგენელია ადამიანი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებოდეს“- სამოქალაქო საზოგადოებამ თბილისის საკრებულოს წინ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მათ საერთაშორისო საზოგადოებასა და საელჩოებს სთხოვეს აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს.

Report.ge განაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თითქმის ერთი თვეა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო ტყვეობაშია, საკუთარ სამშობლოში სასჯელს იხდიდე მხოლოდ ქვეყნისა და პროფესიის სიყვარულის გამო არის წარმოუდგენელი და ყოვლად ამორალური. ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი წევრები, თავისუფალი ყოველგვარი პარტიისა თუ პოლიტიკური მიზნებისგან, მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმეთი მაინც შეუძლია ამ ადამიანის დახმარება! ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ვართ ღრმად შეშფოთებულნი, ძალიან გვტკივა ის რომ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრი არი უკანონო პატიმრობაში! ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ გაკეთდეს მაქსიმალური, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ სხვადასხვა ფორმატები, რომ აუცილებლად დაუბრუნდეს ეს ადამიანი, უვნებლად, საკუთარ ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას. ჩვენ გვახსოვს ვაჟა გაფრინდაშვილი და მოუთმენლად ველოდებით მის გათავისუფლებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ეხება, ყველას აბსოლუტურად, რომ მოხდეს მაქსიმალური კონცენტრირება ამ ადამიანის პრობლემაზე. წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებოდეს“

შეგახსენებთ რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა 13 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებისა და საქართველოს შესაბამისი უწყების მოთხოვნის მიუხედავად, მას კვლავ ტოვებენ პატიმრობაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system