თავში

თბილისის ცალკეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის ცალკეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება
თბილისის ცალკეულ უბნებს ხვალ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ხვალ, 19 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ნაზი შამანაურის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - ნათქვამია "თელასის" განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system