
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI მიკრორაიონების და ვეკუას ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.