თავში

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" კორონავირუსზე 40 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" კორონავირუსზე 40 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 40 პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მყოფ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განუცხადა. 

მისი განმარტებით, "თბილისის ზღვისჰოსპიტალში" 45 პაციენტი შეიყვანეს, საიდანაც, 40 პაციენტი უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითია. 

ბექაიას ინფორმაციით, სხვადასხვა დიაგნოზისა და ჩივილების მქონე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამის პროფილურ კლინიკებში უკვე დაიწყო. 

მარეხი ბექაიამ ასევე განმარტა, რომ მათ კლინიკაში პრეპარატი პლაქვენილი არ გამოიყენება, რადგან ცხელების ცენტრის ფუნქცია მხოლოდ დიაგნოსტიკაა და არა შემდგომი მკურნალობა. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში - 4779 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system