თავში

თბილისის ზოოპარკი: გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები

თბილისის ზოოპარკი: გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები
თბილისის ზოოპარკი: გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას სთხოვს, არ გადაყაროს "ნაახალწლარი" ჩიჩილაკები და ამის ნაცვლად  ზოოპარკში მიიტანოს. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ზოოპარკის ადმინისტრაცია წერს, რომ ზოოპარკის მომვლელები ჩიჩილაკებს ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ. 

"ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი - ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ. მოკლედ, სადაც ამ ნაძვის ხეს დაამაგრეს ვარსკვლავი, ჩიჩილაკებსაც საინტერესო ფუნქციას მოუძებნიან.

თუ გემეტებათ და მაინცა და მაინც ჩიჩილაკის აბურბურების სურვილით არ იწვით, გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები" - წერია პოსტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system