თავში

თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა

თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა
თბილისის ზოოპარკში კარანტინი დასრულდა

თბილისის ზოოპარკი, სადაც კარანტინი უკვე დასრულდა, სტუმრებს ელოდება.

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ტერიტორიაზე შემსვლელთათვისაც უსაფრთხოების იგივე წესების დაცვაა საჭირო, რაც ზოგადად, ღია სივრცეში ყოფნის შემთხვევაშია რეკომენდებული.

„უსაფრთხოების წესები ზოოპარკში შემოსვლისას იგივეა, რაც ადამიანმა ზოგადად ღია სივრცეში ყოფნის დროს უნდა დაიცვას, არავითარი დამატებითი უსაფრთხოების წესები აქ საჭირო არ არის. ეს არის სოციალური დისტანცია, პირბადეების გამოყენება და ა.შ. რაც ყველასთვის ცნობილია. 

რაც შეეხება ვირუსის გადადებას ცხოველიდან ადამიანზე, ან პირიქით, მოგახსენებთ, რომ ერთი ცნობილი შემთხვევა არის დაფიქსირებული ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში, როდესაც ადამიანიდან ვეფხვს გადაედო ვირუსი, სხვა დანარჩენი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და მეტიც, ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. ცხოველები ამ მხრივ არ წარმოადგენენ საფრთხეს. საკმაოდ გავრცელებულია ეს დაავადება ადამიანებში და ამ დროს მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი ცხოველის შემთხვევაში, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system