თავში

"თბილისი სხვა ქალაქია, აქაურობა ყველას აშიშვლებს" - მამა პეტრე

"თბილისი სხვა ქალაქია, აქაურობა ყველას აშიშვლებს" - მამა პეტრე
თბილისი სხვა ქალაქია, აქაურობა ყველას აშიშვლებს - მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზი "ფეისბუქის" საშუალებით "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს მიმართავს.

"მე მჯერა ვარლამის, მართლა მჯერა მისი ოჯახის... ვგრძნობ მათ გულისტკივილს და ვისაც აწუხებს ქვეყნის ბედი და მომავალი, ყველა თანაუგრძნობს ამ ახალგაზრდა, რწმენით სავსე ბიჭს...

ვარლამ, მეგობარო, პირველივე დღიდან გულშემატკივარი ვარ და გაფასებ...

არ მინდა შენი სახელი ვინმემ გამოიყენოს და საკუთარი ძალადობა რიონის ხეობის დაცვის სახელით გაამართლოს... თბილისი სხვა ქალაქია. აქაურობა ყველას აშიშვლებს...

არ მინდა სიტუაცია უმართავი გახდეს... რიონის ხეობას ვინ ჩივის, ერთმანეთი არ დახოცონ...

დღეს ჩემი მეგობარი სამსახურში მიდიოდა, ავტომობილით გადაადგილდებოდა, გზა დაუთმო ქვეითებს, მაგრამ ერთმა "პატრიოტმა" დროშის ტარი უთაქა ცხვირში... ეს მასალა არსებობს...

ვარლამ, შენი და რიონის სახელით სანამ უარესებს არ იზამენ, რიონის დაცვის მიმართვასთან ერთად, ისიც გააჟღერე, რომ ადამიანურად მოიქცნენ და ამით შენს სახელსაც გაუფრთხილდნენ და სხვა დანარჩენ საქართველოსაც!..", - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ინციდენტი მოხდა.

რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალური დირექტორი, პაპუნა გულაშვილი ამბობს, რომ მას აქციის მონაწილემ დროშის ტარი ჩაარტყა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system