თავში

თბილისის N162 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა

თბილისის N162 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა
თბილისის N162 საჯარო სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა

თბილისის N162 საჯარო სკოლაში, მე-5 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს. მათი თქმით, მოსწავლეები და ის მასწავლებლები, რომლებმაც გაკვეთილები ჩაატარეს, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"N162 საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეს 7 ოქტომბერს, საღამოს ნამდვილად დაუდასტურდა კოვიდინფექცია, რის შესახებაც დღეს დაგვიდასტურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. გუშინ დილას, ინფორმაციის მიღებისთანავე, გამოვიძახეთ სადეზინფეციო სამსახური, რომლებმაც ჩაატარეს სკოლის სრული დეზინფექცია. ასევე, დავუკავშირდით ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და მათი რეკომენდაციით თვითიზოლაციაში გადავიყვანეთ მოსწავლეები და ის მასწავლებლები, რომლებმაც გაკვეთილები ჩაატარეს მე-5 კლასში 5 ოქტომბერს, მოსწავლე მხოლოდ ამ დღეს იყო სკოლაში", - წერს სკოლის ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. თუმცა აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system