თავში

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

"თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩასა და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ, ან უკან დაბრუნდება.
20:00 საათიდან ევროპის მოედანი სრულად გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლებენ.
დღეს, 22:00 საათიდან, მუხიანის დასახლებაში, ნოდარ დუმბაძის ხეივანი გაცალმხრივდება და ტრანსპორტი იმოძრავებს ნოზაძის ქუჩაზე.
00:00 საათიდან კი გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო. ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ისინი სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით, ისნის მიმართულებით.
დაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.
5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით.
„თბილისობის“ დღესასწაულის დასრულებისთანავე, 7 ოქტომბრიდან სარტანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system