თავში

თბილისობის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართება

თბილისობის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართება
თბილისობის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართება

5-6 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორბელიანის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ღონისძიებას გეგმავს.

სფფ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გულშემატკივრებს ოფიციალურ მაღაზიაში, ადგილზე მიეცემათ საშუალება, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველო – ირლანდიის მატჩის ბილეთები შეიძინონ, რომელიც 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ასევე შესაძლებელი იქნება, ეროვნული ნაკრების ფორმისა და საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის დამზადებული საგულშემატკივრო პროდუქციის შეძენა.

ამასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ გასართობ ზონაში საფეხბურთო შეჯიბრებები ჩატარდება და საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები და სხვადასხვა პრიზი გათამაშდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system