თავში

თბილისობის გალა-კონცერტი გია ყანჩელს მიეძღვნება

თბილისობის გალა-კონცერტი გია ყანჩელს მიეძღვნება
თბილისობის გალა-კონცერტი გია ყანჩელს მიეძღვნება

თბილისობაზე დაგეგმილი გალა–კონცერტი გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

გალა–კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება 5 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება.

დიდ მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიდინარეობს.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში  გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system