თავში

თბილისში მასობრივი იმუნიზაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა

თბილისში მასობრივი იმუნიზაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა
თბილისში მასობრივი იმუნიზაციის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს ტერიტორიაზე (მისამართი : წინანდლის N9) დღეიდან, 18 აგვისტოდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება "ფაიზერის", "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინებით.

"აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system