თავში

თბილისსა და ბათუმში ისრაელისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისსა და ბათუმში ისრაელისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა
თბილისსა და ბათუმში ისრაელისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისსა და ბათუმში ისრაელისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ბრძოლებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ზარალდება, რაც უნდა დასრულდეს.

„თქვენ იცით შუაგულ აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ისრაელი ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა, ისრაელის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, ათასობით ჭურვია გაშვებული. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის სამართლიანი ბრძოლის მხარდაჭერა, ესაა ისრაელის თავდაცვითი ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ, საქართველოც სწორედ ასეთი ქვეყანაა. საქართველომ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა და ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება ამ აქციის ინიციატორი გახდა, რომელიც, ვფიქრობ, ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს გამოძახილია. ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის სახელმწიფოსი ასეთ მძიმე ჟამს“, – განაცხადა ისრაელის სახლის დირექტორმა, გიორგი ბერშტეინმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system