თავში

თბილისში 1 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

თბილისში 1 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
თბილისში 1 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი 2 775  ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 044 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა - ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა.  გარდაიცვალა 22 ადამიანი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system