თავში

თბილისში 1649 უსახლკარო პირი ცხოვრობს

თბილისში 1649 უსახლკარო პირი ცხოვრობს
თბილისში 1649 უსახლკარო პირი ცხოვრობს

თბილისში 1649 პირი უსახლკაროა. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებენ. ორგანიზაციის  იურისტის ანა ფუტკარაძის განცხადებით, შესწავლილი მასალის თანახმად, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უსახლკარო სტატუსი 1649 პირს მიენიჭა. 

"აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1 თავშესაფარი, რომელიც მდებარეობს ლილოს დასახლებაში. ასევე, მუნიციპალიტეტის საზღვრებში ფუნქციონირებს 3 სოციალური საცხოვრისი.

 კანონის თანახმად, თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისთვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა: მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. ამასთან, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფა ხდება გარკვეული ქულების მინიჭებით, რომელიც არსებითად განსაზღვრავს მოქლაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს, თუმცა ქულების მინიჭების განსაზღვრება და სამართლებრივი რეგულირება სრულფასოვნად ჯერაც ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს მინიმალური გარანტიები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის მოსაგვარებლად. ასევე, უსახლკარო პირთაგან ყველაზე მოწყვლად კატეგორიას - ჭერის არმქონე პირებს არ ეძლევათ სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ჩართვის, საარსებო შემწეობის მიღებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს ამ პირების მხარდამჭერი ეფექტური პროგრამები, რომლებიც ამ მდგომარებაში მყოფ ადამიანების დაცვისკენ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანია, ასევე ყურადრება გამახვილდეს იმაზე, რომ უსახლკაროდ რეგისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება ხდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად. შესაბამაისად, კანონმდებლობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ უსახლკაროდ რეგისტარციის, ზემოთაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების, მიუხედავად შემდგომ მოხდება თავშესაფრის მაძიებელთა თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, რაც თავისთავად არის დიდი პრობლემა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უსახლკარობის აღმოფხვრის სტარტეგიის დაგეგმვისას, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს „უსახლაკრობის“ ცნებაც, რათა სწორედ ცნების მკაფიოობას დაეფუძნოს, თუ რა ტიპის საჭიროებებით უნდა აღიჭურვონ საცხოვრისის არ მქონე პირები,"-აღნიშნულია "ახლაზაგრდა ადვოკატების" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system