თავში

თბილისში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში 2 ახალგაზრდა დაჭრეს
თბილისში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დიდუბის რაიონში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წყალტუბოს ქუჩაზე, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system