თავში

თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მასშტაბით ხვალიდან 60 ახალი ავტობუსი ტრანსპორტი იმოძრავებს.  

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალური ტრანსპორტის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გამართა.
ქალაქის მერის თქმით, ეტაპობრივად არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თანამედროვე ავტო-პარკით ჩანაცვლდება. 

„ჩვენი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქაც არ გვაქვს კარგად საქმე. გვინდა განვაახლოთ მეტროსადგურები და შევიძინოთ ახალი შემადგენლობები. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელები ტაქსების მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში მოწესრიგებული იყოს. მინდა მთავრობას მადლობა გადავუხადო რეფორმებში მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა კალაძემ. 

ISUZU-ს მარკის 220 ერთეული ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.  220 ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 64 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb-დამტენები.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system