თავში

თბილისში 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით

თბილისში 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით
თბილისში 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა - განაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან, თბილისში ფიქსირდება - 912, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა გახლავთ 18 692. 3 832 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში დღეის მდგომარეობით გადანაწილებულია - 1 969, აჭარაში - 657; მძიმე პაციენტი - 401, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 80. მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 117 პირი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 23. 2 249 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 216 - აჭარაში, ხოლო 775- თბილისში; 12 611 სრულ კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 769 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 748, აჭარაში - 1937", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system