თავში

თბილისში ახალგაზრდობის ფორუმი გაიმართა

თბილისში ახალგაზრდობის ფორუმი გაიმართა
თბილისში ახალგაზრდობის ფორუმი გაიმართა

თბილისში, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში ფორუმი " მედიისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობისათვის" გაიმართა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდისა და ახალგაზრდული ინიციატივისა და განვითარების საზოგადოებრივი კავშირის მხარდაჭერით.

ფორუმს დაესწრნენ ზერბაიჯანული და ქართული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ღონისძიებების პარტნიორები იყვნენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო და აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი.

გამომსვლელებმა ისაუბრეს მედიისა და ახალგაზრდობის როლზე რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. 

ფორუმზე სხვა გამომსველელბს შორის იყო report.ge-ს ჟურნალისტი ანანო ნიკოლაძე.

"ჩვენი ქვეყანა და, ზოგადად, კავკასია, სამწუხაროდ, ხშირად იყო გამოყენებული ეთნიკური კონფლიქტების პოლიგონად.

ჩვენი სააგენტო დაარსების დღიდან ცდილობს, ობიექტური ინფორმაცია 24 საათიანი რეჟიმით მიაწოდოს მკითხველს, რათა საქართველოს მოქალაქეები დაცულნი იყვნენ სხვადასხვა წყაროდან მომდინარე ფეიკ ნიუსებზე აგებული პროპოგანდისაგან.

ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაშუქებდით აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების პროცესს, საქართველოს მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის , რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, აზერბაიჯანის გამარჯვება და ისტორიული ტერიოტორიების დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო," - თქვა report.ge-ს ჟურნალისტმა, ანანო ნიკოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system