თავში

თბილისში ახალი წლიდან 200 ავტობუსი ჩანაცვლდება

თბილისში ახალი წლიდან 200 ავტობუსი ჩანაცვლდება
თბილისში ახალი წლიდან 200 ავტობუსი ჩანაცვლდება

თბილისს 2021 წლიდან 200 ერთეული ავტობუსი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა. მისი თქმით, დედაქალაქში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის, რომ გაჩნდეს საავტობუსო ზოლები.

",მომავალ წელს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ, რაც შეეხება დაგვიანებას, ეს ხდება საცობების გამო, ამიტომ არის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისკენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქუტული სამუშაოების დროს, პროექტების მიხედვით გავაჩინოთ საავტობუსე ზოლები. ეს რამდენიმე ქუჩაზე არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს, მთელი ქალაქის მასშტაბით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system