თავში

თბილისში ანტიოპოზიციური პლაკატების გაკვრისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს

თბილისში ანტიოპოზიციური პლაკატების გაკვრისთ
თბილისში ანტიოპოზიციური პლაკატების გაკვრისთვის რამდენიმე პირი დააჯარიმეს

დედაქალაქში ანტიოპოზიციური პლკატების გაკვრისთვის რამდენიმე პირი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

აქციის ორგანიზატორი, For,ge-ს რედაქტორი და მოძრაობა "დავასრულოთ" ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორმაგი სტანდარტების გამო დაისაჯა. 

"ხალხი დამიჯარიმეს. პლაკატები ჩამომიხსნეს. ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს... და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში! ერთ დღეში!!!!!!

ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებით და რურუას და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!!! ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა. ის არ ამახინჯებდა, ხომ, ქალაქის იერსახეს?! თბილისის მერია, ნამეტანი ხომ არ მოგდით?! გაგიტკბათ დემოკრატიის თამაში??!!

ეგეთი ორმაგი სტანდარტები ენჯეოშნიკების მოგონილია და კარგი იქნება, თუ იმ გაიძვერა გიგაურს და "მოსასპობ (კაკოია) თაბაგარს არ დაემსგავსებით" - წერს გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system