თავში

თბილისში, ავარიის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ

თბილისში, ავარიის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ
თბილისში, ავარიის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ლექსუსის" მარკის ავტომობილი, პატრულის ეკიპაჟს შეეჯახა, რის შედეგადაც პოლიციელები დაშავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, "ლექსუსის" მარკის ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system