თავში

თბილისში ავტოავარიისას მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

თბილისში ავტოავარიისას მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა
თბილისში ავტოავარიისას მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდათ. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system