თავში

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მერსედესის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

როგორც  report.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system