თავში

თბილისში აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება

​თბილისში აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება
თბილისში აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება

თბილისში აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ Report.az აზერბაიჯანულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სასწავლებელში სწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„რაიმე ტიპის შეზღუდვები სხვა სტუდენტებისთვის გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ძირითადად, აქ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ისწავლიან“, - აცხადებენ უწყებაში.

უმაღლესი სასწავლებლის გახსნის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, 5 დეკემბერს აზერბაიჯანულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ფუად მურადოვმა განაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system