თავში

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - განახლებულია

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - განახლებულია
თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა ქალი დაიღუპა  - განახლებულია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კლინიკაში 32 წლის ქალთან ერთად კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს მისი 22 წლის ძმაც. 

როგორც report.ge-ს ,,თბილისი ენერჯიში" განუცხადეს, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩახსნეს. კომპანიის ინფორმაციით მობინადრემ გაფრთხილების მიუხედავად ხელმეორედ, კუსტარულად დააერთა აღნიშნული დანადგარები. 

კომპანიის ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) გროვდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო. 

კომპანიის დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა ამბობს, რომ ბინაში გაზმომარაგება თვითნებურად აღადგინეს.

,,ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია და შემდეგ ერთი ადამიანის გარდაცვალება. ამ ბინაში იყო დარღვევები და კომპანიას გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. ამ ეტაპზე დადასტურებულად ვიცით, რომ თვითნებურად არის აღდგენილი გაზმომარაგება.  არსებობს ეჭვი, რომ ინტოქსიკაცია, შესაძლოა, გამოწვეული იყოს CO-ს გაჟონვით. ამას სჭირდება ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს გამომწვევ მიზეზებს. ეს სახლი ქირავდებოდა, რამდენიმე მოქირავნე ცხოვრობს ეზოში და სამი წყალგამაცხელებელია მათთვის დაყენებული, ტექნიკური ნორმების დარღვევით, გამწოვის გარეშე. სწორედ ამ დარღვევების გამო შევწყვიტეთ ჩვენ გაზმომარაგება", - განაცხადა ედიშერ ხორავამ.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system