თავში

თბილისში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

თბილისში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
თბილისში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება თბილისში. გასული 24 საათის განმავლობაში დედაქალაქში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

"საბედნიეროდ, აჭარაში, მიღებული ზომების შედეგად რაოდენობა შემცირდა. არის 36% რაც შეესაბამება 190 პაციენტს, მაგრამ სამწუხაროდ მოიმატა თბილისში, 34%-ია, ანუ 179 ადამიანს დაუდასტურდა. მესამე ადგილზე ისევ იმერეთია, სადაც 91 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. ცოტა მოიმატა ქვემო ქართლში, სადაც 28 ახალი პაციენტი არის. შიდა ქართლში 10 პაციენტია. კახეთში გახლავთ 11 ახალი შემთხვევა. მცხეთა-მთიანეთში არის 3, გურიაშიც არის 3 და სამცხე-ჯავახეთში არის 1 პაციენტი", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system