თავში

თბილისში დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

თბილისში დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
თბილისში დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე, სახალხო დამცველი ეხმიანება. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის რწმინებულებმა, კონფიდენციალობის სრული დაცვით გამოკითხეს მოქალაქეები საქართველოს რეგიონებში, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტუროს. 

საუბარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. 

"ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდოპირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ნინო ლომჯარია, მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. 

"პარალელურად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსეენბთ, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 14 დეკემბერს, “ქართული ოცნება" მასშტაბურ შეკრებას მართავს.

პარტიის ინფორმაციით, შეკრება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. 

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system