თავში

თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება

თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება
თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისა და მოსალოდნელი წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"9 მარტს, სამშაბათს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

9 მარტს წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილ სამუშაოების ფარგლებში ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება. დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონებს წყალმომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობა ექნება, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელი იქნება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 მარტს, ღამის 23:00 საათიდან 11 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, სულაქველიძის და მიმდებარე ქუჩებს. ქეთევან დედოფლის გამზ. N78-ს, ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს, კიკეთის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, II შორაპნის, აწყურის, მესხეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რიონში:

9 ძმის, ცაიშის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, სალიების, პ.სააკაძის, გუმათის, მეუნარგიას, გედევანიშვილის, ჯორჯაძის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.

ნაძალადევის რაიონში:

გეგუთის, კურსების, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ასკურავას, ურიდიას, ღრმაღელის, ილურიძის, დიდი ჯიხაიშის, ზედაზენის, ტიბაანის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლების ნაწილს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system