თავში

თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება

თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება
თბილისში დღეს წყალმომარაგება შეიზღუდება

Georgian Water and Power-ის ცნობით, მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 აპრილის საღამოს 23:00 საათიდან 23 აპრილის საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, ბენდუქიძის დასახლებას, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3ens4cK

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system