თავში

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივის I კვარტლის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადასთვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 23:55 საათამდე შეზღუდვა შეეხება ინგოროყვას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system