თავში

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ცნობით, „საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system