თავში

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისში 1-ელ ოქტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, მაისურაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system