თავში

თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ მუშაობა შეუჩერა - VIDEO

თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბს შრომის ინსპექციამ მუშაობა შეუჩერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, მოქალაქე ახმეტელის ქუჩაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში დახურულ გასართობ ღონისძიებას ატარებდა.

"მიმდინარე წლის 13 იანვარს, თბილისში, ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, შრომის ინსპექციის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვლენილ იქნა ფიზიკური პირის მიერ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

კერძოდ მოქალაქე, ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ერთის მხრივ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system