თავში

თბილისში ერთი სკოლის 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში ერთი სკოლის 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში ერთი სკოლის 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა და სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლის პედაგოგებს ვირუსი წინასწარი ტესტირებისას გამოუვლინდათ.

"ამ პედაგოგებს ვირუსი სწორედ წინასწარი ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ. იყო დროული რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, მიიღო მათგან რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა", - თქვა დგებუაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system