თავში

თბილისში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

​თბილისში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
თბილისში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპოვნია მამაკაცის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირების შედეგად განხორციელდა წყალზე საძიებო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს დანაყოფები. უმოკლეს დროში ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, საშუალო წლოვანების. ცხედარი ამოყვანილ იქნა ნაპირზე“, – აცხადებს წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსი დავით გელაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system