თავში

თბილისში საუკუნოვანი სახლის აღდგენა დასრულდა

თბილისში საუკუნოვანი სახლის აღდგენა დასრულდა
თბილისში საუკუნოვანი სახლის აღდგენა დასრულდა

თბილისში საუკუნოვანი სახლის აღდგენა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

,,დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system