თავში

თბილისში ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

თბილისში ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა
თბილისში ინფიცირების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით თბილისი 686 შემთხვევით ლიდერობს. 

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, ინფიცირების რაოდენობით თბილისის შემდეგ აჭარა და იმერეთი მოდის. 

"აჭარის რეგიონში გვყავს 487 შემთხვევა, იმერეთში 356, ქვემო ქართლში 36, შიდა ქართლში 35, გურიაში 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში 69, კახეთში 24, მცხეთა-მთიანეთში 12, სამცხე-ჯავახეთში 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 7, ხოლო თბილისში 686 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system