თავში

თბილისში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

თბილისში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
თბილისში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 3473 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23," - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 3,473 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 73 154-მდე გაიზარდა.

რეკორდულად მაღალია 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, კორონავირუსისგან კიდევ 3 342 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 55 511-ს შეადგენს. 

სულ გარდაცვლილია 636 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system