თავში

თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. 

მისივე განმარტებით, თბილისში ინფიცირების 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი კვლავ აჭარაში ფიქსირდება. 

"შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49%-ია, რაც შეესაბამება 230 პაციენტს. საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები და 28 %-ია უკვე ინფიცირებული, რაც შეესაბამება 134 პაციენტს. იმერეთში- 68 ადამიანია დაინფიცირებული. სამეგრელო-ზემო სვანეთში -8, ქვემო ქართლი - 8, სამცხე ჯავახეთი - 8, მცხეთა მთიანეთში - 5, შიდა ქართლი - 6, კახეთი - 5",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს თბილისში კორონავისურის 111 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 სექტემბერს - 99. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 10225-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 66 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი და სულ, განკურნებულთა რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system