თავში

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის დროს, ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ report.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

დაშავებული კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ის რეანიმაციაში განაგრძობს მკურნალობას.

21 სექტემბერს ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა.

თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 21 სექტემბერს, 21:00 საათისთვის შევიდა 270 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ, ყველა შემთხვევაზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system