თავში

თბილისში ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება

თბილისში ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება
თბილისში ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 29 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, საბურთალოს, ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system