თავში

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო
თბილისში კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

დედაქალაქში საველე ტიპის ინფრასტრუქტურა ქავთარაძის ქუჩაზეც მოეწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალს დაახლოებით 200-მდე პაციენტის მიღება შეეძლება და სრულად უზრუნველყოფილია ჟანგბადით. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლის მოწყობა კახეთშიც განიხილება. 

„ახლა ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორი იმ დატვირთვის მიღებას, რაც ეპიდკვლევიდან გამომდინარეა მოსალოდნელი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთში განვიხილავთ დროებითი დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system