თავში

თბილისში კიდევ სამი ბაღი დაიხურა

თბილისში კიდევ სამი ბაღი დაიხურა
თბილისში კიდევ სამი ბაღი დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა. 

კერძოდ, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის ინფორმაციით, დახურულ ბაღებს დაემატა N205, N46 და N113 ბაღები.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო 23 ბაღია დახურული.

დასახელებული სამი ბაღის გარდა, დახურული ბაღებია: N35, N53, N89, N153, N190, N93, N99, N29, N36, N4, N21, ხუთკუნჭლა, N16, N72, N213, N186, N59, „იმედი“, N216, N160.

ცნობისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system