თავში

თბილისში კორონავირუსი 204 520 ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ არ იცოდა - კვლევა

თბილისში კორონავირუსი 204 520 ადამია - კვლევა
თბილისში  კორონავირუსი 204 520 ადამიანმა ისე გადაიტანა, რომ არ იცოდა - კვლევა

თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს, 35,5 პროცენტს კორონავირუსი გადატანილი აქვს. მათგან მხოლოდ მესამედმა იცის, ლაბორატორიულად დადასტურებულად, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვს. კვლევის შედეგებს თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აქვეყნებს.

მისი თქმით, თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით მარტში 903 ისეთი პირი შეარჩიეს, რომელსაც ლაბორატორიულად კორონავირუსი დადასტურებული არ ჰქონდა. მათგან 215 პირს IGG ანტისხეულები - იმუნური ფენა აღმოაჩნდა. 903 პირის შედეგები, რადგან ის წარმოამდგენლობითი იყო, თბილისის მოსახლეობაზე - 859 ათას ადამიანზე განაზოგადეს.

თბილისში, კვლევის შედგების მიხედვით:

 კორონავირუსი 305 ათასმა ადამიანმა გადაიტანა;

COVID-19 ოფიციალურად დაუდასტურდა 100 ათასზე მეტ პირს; 

COVID-19 გადაიტანა და არ იცოდა 204,5 ათასზე მეტმა პირმა.

საქართველოში სულ დადასტურებულია COVID-19-ის 299 038 შემთხვევა. მათგან,  282 869 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3971 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system