თავში

თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - PHOTO

თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
თბილისში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - PHOTO

თბილისში, თემქის რაიონში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, - ამის შესახებ report.ge-ს კომპანია "თბილისი ენერჯიდან" აცნობეს. 

მათი ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, რემონტის გამო გაზის დანადგარები მოხსნეს, თუმცა ბუნებრივი აირის ცენტრალური ონკანი არ დაკეტეს და გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა. სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნის შესახებ კომპანიას კორპუსის მაცხოვრებლებმა აცნობეს. 

„თემქიდან გირეკავთ. 11 –ე მიკროდან. სადარბაზოში საშინელი გაზის სუნია“ ამ შინაარსის ზარი შევიდა „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე ( 2404004). ადგილზე მისულ სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ - აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა. სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო. დროის ამ მონაკვეთში, რომ შემთხვევით ვინმე შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო მთელი კორპუსი აფეთქდებოდა, ტრაგედია, სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა. ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ – ჩვენს უყურადღებობას ეწირებიან სხვა ადამიანები . არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ყურადღება მიაქციეთ გაზგაყვანილობის გამართულობას – ხშირად თქვენივე უსაფრთხოება თქვენს ხელშია" - აცხადებენ "თბილისი ენერჯის" პრესსამსახურში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system