თავში

თბილისში კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი ბავშვი გამოჯანმრთელდა

თბილისში კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი ბავშვი გამოჯანმრთელდა
თბილისში კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი ბავშვი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. როგორც კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, მათი პასუხები გვიან გახდა ცნობილი და ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ. 

„სულ არის 30 კოვიდინფიცირებული. დღეს გამოჯანმრთელდა ორი, ისინი კლინიკას ხვალ დატოვებენ. ერთი პაციენტი გვყავს კრიტიკული, თუმცა სტაბილური და პროგნოზი არის კეთილსაიმედო. მეორე ასევე პნევმონიით მძიმე, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელზეც ჯერ იმედია, რომ პროგნოზი კარგი იქნება. ხვალ ველოდებით რამდენიმე განმეორებითი ტესტის პასუხებს და ვნახოთ, რამდენი გამოჯანმრთელდება. ერთი მცირეწლოვანი გამოჯანმრთელდა. რამდენიმე არასრულწლოვანი დარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system