თავში

თბილისში, მე-12 სართულის აივანზე ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო

თბილისში, მე-12 სართულის აივანზე ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო
თბილისში, მე-12 სართულის აივანზე ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" მდებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.

Report.ge-სთვის მომხდარის დეტალები ხდება ცნობილი. კორპუსის მე-12 სართულზე, 35 წლამდე მამაკაცმა ჯერ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ კი თოკი გაწყდა და ახალგაზრდა პირველ სართულზე, მეზობლის ტერასას დაეცა. მეზობლებმა სასწრაფო და პატრული გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system